სოფელი ამაყია არა მარტო წარსულით, არამედ დღევანდელი დღითაც.
ცხოვრობს სოფელი ჩვეული მდუღარე ცხოვრებით - გლეხი
ზვრებსა და ბაღ-ვენახებში შრომობს, მასწავლებელი ასწავლის, მოსწავლე სწავლობს, მოჭიდავე ჭიდაობს ...და რაც მთავარია მწერალი წერს ...
მწერლებში კი გაგვიმარათლა...
მწერლობაში მოსინჯული ძალები საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სხვებისთვისაც...
ეს ბიძინა წიკლაურის წიგნია...

და გაახარა. ეს არის კაცი რომლისთვისაც ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა საქმე, მთავარია გულით აკეთო და სიკეთე თესო!
სოფლის გულშემატკივრებიდან
როგორ შეიძლება არ გაგაცნოთ ბატონი ჯემალ გოგიშვილი – ამჟამად ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო
შემოქმედებითი
ასოციაციის პრეზიდენტი.
ეს მისი ნამუშევრებია.
ეს კი ნაწყვეტია მისი ერთ–ერთი ლექსიდან
მარად სანატრელო,
ხატზე საფიცარო,
ჩემო მამულეთო,
ვარდნარების ფერო,
სიზმრებში და ცხადშიც
სიხარულით მავსებ,
მოვალ,შენთან მოვალ
რათა მოგეფერო...
ნოსტალგია. ატლანტა,11.04.2009 წ.ჩემო მამულეთო,
ვარდნარების ფერო,
სიზმრებში და ცხადშიც
სიხარულით მავსებ,
მოვალ,შენთან მოვალ
რათა მოგეფერო...
ჯ.გ
ამ, ისევაც მშენებარე ეკლესიაზე რაღას იტყვით?..


ლამაზია არა?..
გავაგრძელო?..
აღარ მინდოდა
მაგრამ, რა ვუყო უკვე ხორცშესხმულ ინიციატივას
,,სოფლის განვითარების საქველმოქმედო ფონდის შექმნის“ შესახებ, რომელმაც წარმატებული თანასოფლელები გააერთიანა ერთი, ყველასათვის
სასურველი და საყვარელი სოფლის კიდევ უფრო გალამაზება-განვითარებისთვის.
ეს რეალობაა
ისევე, როგორც ეს პატარა ,,სოფლის სახლი" - იუსტიციის სახლი მრავალი საჭირო
სერვისით; მშენებარე დარბაზი სკოლისთვის; ჭიდაობის მოედანი....
ამით ხომ სოფლის ახალგაზრდობის დიდი ხნის ოცნებაც ასრულდება...

ამით ხომ სოფლის ახალგაზრდობის დიდი ხნის ოცნებაც ასრულდება...
... მაგრამ არ
იფიქროთ, რომ ოცნებები აღარ გვაქვს!..
მოგეხსენებათ
რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება. სპორტული ცხოვრება კარგია,
მაგრამ ჯანსაღ სხეულს სწორად ორგანიზებული გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები უფრო
მეტ მომხიბვლელობას შემატებდა. ამჟამად სოფელში არ გვაქვს კულტურის სახლი.
იმედი მაქვს ამ ნატვრასაც აგვიხდენენ... მითუმეტეს,
რომ არც ჩვენ ვართ უსაქმურები... ვშრომობთ და ვსწავლობთ, ჩვენეულად ვიბრძვით წარმატებებისათვის...

ესენი კი ჩვენი სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებულები არიან. 19 – დან 13 სტუდენტი გახდა, ზოგიერთი გრანტირებულიც... ცუდი შედეგი არ უნდა იყოს!..
ესენიც ჩვენ ვართ
... სოფლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავის დაცვა ჩვენი საქმეცაა.


ნარგავების ჩამატებაც ჩვენ ვითავეთ სტიქიის შედეგად განადგურებული ფიჭვისა და ნაძვის ხეების
ნაცვლად.
... სულ ცოტა ხანში კი ესეც ისტორია იქნება .... სხვები კი ჩვენზე დაწერენ...
P.S.
... სულ ცოტა ხანში კი ესეც ისტორია იქნება .... სხვები კი ჩვენზე დაწერენ...
P.S.
11.11.13.წ დღე რომელიც დარჩება ჩვენი სოფლის ისტორიაში.
... ესეც კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი ...
... გიხაროდეს, სოფელო !..
Комментариев нет:
Отправить комментарий