ტრადიციები


გვინდოდა რამდენიმე სიტყვა ტრადიციებზეც გვეთქვა ...

        აღმოვაჩინეთ, რომ ტრადიციებიც ტრადიციული, კახური გვქონია – ამ ძირძველი კუთხის, კახეთისთვის დამახასიათებელი .

    
              რთველი გეცოდინებათ... მაგრამ ის არ იცით რა გრძნობაა საკუთარი რთველი...
 სართვლო ფუსფუსი და ხმაური... ოჯახის წევრების და ახლობლების თავყრილობა – ვინც გიყვარს და ვისაც უხარია შენთან ყოფნა, შენი რთვლის ბარაქა ...
 ...ყურძნით დატვირთული მანქანები          ( გოდრები და ურმები უკვე აღარ), სართვლო ციკანი და ქართული სუფრა ტრადიციული თამადითა და გვარიანი შეზარხოშებით...



ყურძნის დაწურვა  და ...  მაჭარი.

 ღვინის დაწმენდა–გადაღება (არა ერთხელ), ქვევრ–მარანი და ...ისევ ქეიფი ქვევრის პირზე...  / თუმცა ქვევრები თანდათან იკლებს და სულ მალე ეს ტრადიცია მხოლოდ შორეულ მოგონებადღა დარჩება./



 ... თათარაობა და ჩურჩხელა კახური ნუგბარი ... როგორ შეიძლება დაგავიწყდეს თათარის შემდეგ მწვადი და ტკბილად დალოცვა საფერავის თანხლებით ...

           /











დღეს ჩურჩხელა იქცა სოფლის მოსახლეობის ოჯახების შემოსავლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან წყაროდ. გვითხრეს, რომ განსაკუთრებით მოთხოვნადია ,,შაშიანის ჩურჩხელა".../

         ეგრეთწოდებული  ,,ზავოდობა" არყის ხდა  ( ჭაჭიდან არყის მიღება).
ერთ–ერთი მახასიათებელი კახური ტრადიცია მწვადითა და ღადარში შემწვარი კარტოფილით. ეს არის პროცესი ქეიფისა და საქმის კეთების ... თანაც გულახდილი საუბრები სოფლისახალ ამბებსა  და ისტორიებზე, პოლიტიკასა და ... ვინ იცის კიდევ რაზე.






  
 როგორ შეიძლება არ ავღნიშნოთ შობა და ტრადიციული  ,,ალილოობა",  უფრო მეტად კი  –სოფლის დღეობა... ,,გიორგობა"  6 მაისს.  სოფლის, უკვე მოქმედ, ტაძარში შესაბამისი წესით და რიგით შესრულებული საეკლესიო რიტუალებით, ყველა ოჯახში სუფრითა და დალოცვით... სადღეობო  ბაზრობითა და ახალგაზრდული გასეირნებებით...

  / ერთი კი გულდასაწყვეტია – აღარ ტარდება ოდითგან ცნობილი სადღეობო ღონისძიებები ... ჭიდაობა.   აღარ ჩანს მოჭიდავეც  ბატკნით –  გამარჯვებულის ტრადიციული ჯილდოთი...
         ამ ნიუანსს აუცილებლად შევახსენებთ ვისაც ძალაც შესწევს და შესაბამისი კომპეტენციათ  გააჩნიათ საამისოდ და, იმედია,  აღდგება ეს ლამაზი და ვაჟკაცური ტრადიცია. ტრადიცია, რომელიც სასიკეთოდ წაადგება ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.  /

      ... და ბოლოს ქორწილი, ჯვრისწერა და .... სუფრა ტრადიციული თამადით,  ძველი და თანამედროვე ელემენტების საინტერესო ნაზავით.

 სოფლის ახალგაზრდების კიდევ ერთი, ჩვენსავე ეკლესიაში ჯვარდაწერილი  წყვილი ...

     

        გაიხარე, სოფელო, გამრავლდი და წარმოჩინდი!..

Комментариев нет:

Отправить комментарий