გამარჯობათ!
მე ვარ მარიამი!.. ჩემთან ერთად ნატო და დათუნაა...
ჩვენ ერთი გუნდი ვართ – გუნდი ,,შანსი".
რატომ ,,შანსი"?
– ალბათ იმიტომ, რომ მოგვეცა შანსი ამ ბლოგის საშუალებით გაგაცნოთ ჩვენი სოფელი, მისი ისტორიული წარსული, აწმყო და სავარაუდო მომავალი...

მაშ ასე....
გაიცანით შაშიანი – ერთი ჩვეულებრივი სოფელი არაჩვეულებრივი ისტორიებითა და აწმყოთი...
|
ჩვენდა გასაოცრად, სოფელი უძველესი აღმოჩნდა ისტორიულ–გეოგრაფიული თვალსაზრისით.... თუმცა ამაზე უფრო დაწვრილებით
ნატო მოგიყვებათ ბლოგის ჩანართში ,,ისტორია"...
ნათქვამია, თუ გიყვარს, ნაკლის დანახვა გიჭირსო ... მე ასე ვიტყოდი, კი არ გვიჭირს, გვიყვარს თავისი ნაკლით და წარმატებებით, მომწონს მისი თითოეული შვილი დამახასიათებელი სიდინჯითა და შესამჩნევი კახური დიალექტით – რაც ჩვენს თვითმყოფადობაზეც მეტყველებს. მიყვარს მისი მიხვეულ–მოხვეული, ბევრგან მოუწესრიგებელი უბნები, ხანდაზმულები და თოთო ბავშვები, ზვრები და ატმის ბაღები , პაპა ალექსა თუ ქეთო ბაბო, ბატონი გიორგი, თუ ქალბატონი მარიამი...
ლაშა თუ ანანო ... ვინ არიან?
–არავინ კონკრეტულად, მაგრამ ზოგადად, ჩემი საყვარელი ხალხი! დიდები და პატარები. მათი სიხარულით მიხარია და ტკივილით მტკივა....
ეს მისი წარსულია....

ეს აწმყო ....

ეს კი მომავალი ... საიმედო მომავალი !..

