ისტორია


             ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით ჩვენი სოფელი ძველისძველია. ის ჯერ კიდევ XII – XIV საუკუნეების მეფეთა მიერ გაცემულ სიგელ-გუჯრებშია მოხსენიებული. მომდევნო საუკუნეებში ქრება ამ დასახლების კვალი (ვარაუდობენ,რომ განადგურდა მტრისგან) და კვლავ ჩნდება ერეკლე II -ის მეფობისას.

         XVIII საუკუნემდე შაშიანი წარმოადგენდა სვეტიცხოვლის საკათედრო საკუთრებას.
         1874 წლის აღწერით შაშიანი წარმოადგენდა სოფელს, სადაც 1295 ადამიანი ცხოვრობდა. მათგან1252 მართლმადიდებელი ქრისტიანი, ხოლო43 სომეხი გრიგორიანელი ყოფილა. არ არის ცნობილი არცერთი შემთხვევა რაიმე უსიამოვნებისა სარწმუნოებრივ, თუ რელიგიურ ნიადაგზე.

               რაც შეეხება სოფლის სახელის წარმომავლობას ...                                                                                            ტოპონიმ ,,შაშიანის ‘’ ირგვლივ მრავალი მოსაზრება არსებობს. ფიქრობენ, რომ მისი  ძირი „შიშიანია“ (ლეკთა ხშირი შემოსევის გამო).                                                                                                                                     
       
          არსებობს სხვა ცნობილი ვარაუდიც - უხსოვარ წარსულში ამ ტერიტორიაზე უცხოვრია ვინმე  შანშეს, იმ დროისათვის გამორჩეულ პიროვნებას. მისი სახელი - „შანშეანი“  ეწოდა შემდგომ მის სამოსახლო ტერიტორიას.

            სხვათა თვალსაზრისით, 1614 წელს აბასის მიერ აოხრებული კახეთიდანაყრილმა და ირანში დასახლებულმა ქართველობამ მშობლიური სახელები უწოდა ახალ სამკვიდროს. იქ ერთ-ერთ სოფელს „შოშიანი“ ეწოდებოდა. ამ ფაქტის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ საქართველოდან ლტოლვილებმა, აქაურმა „შოშიანელებმა“(ანუ შაშიანელებმა) დაარსეს  იგივე სახელწოდების დასახლება ფერეიდანშიც.
/ამ და სხვა ფაქტების შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ვნახავთ ჩვენივე სკოლის მოსწავლეთა ჯგუფის მიერ გასულ წლებში მოძიებულ მასალებში შემდეგ ელეტრონულ მისამართზე -  http://lemill.net/community/people/SHASHIANI

        ჩვენივე თანასოფლელის, ჯემალ გოგიშვილის აზით კი სოფლის სახელი მოდის ძირიდან „შამბიანი“. ბატონი  ჯემალის მტკიცებით, არსებობს 1723 წელს შედგენილი რუქა, სადაც შაშიანის ადგილზე მოხსენიებულია „შამბიანი“. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი რუკის მიხედვით მონიშნული „შამბიანი“ კი, რომელიც სპარსელების მიერ განადგურებულა, მთაში მდებარეობს. სოფლის ახლანდელ მდებარეობას  უწინ„შეშიანი“ რქმევია.

            არსებობს სხვა მოასზრებაც,თითქოს შაშვების სიმრავლის გამო ტერიტორიიისთვის „შაშვიანი“ შეურქმევიათ...

   სოფელი მდიდარია მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობებით: ღვთიშობლის სახელობის ორი, წმინდა გიორგის, სამების, მთავარანგელოზის სახელობის ტაძრები(სურათები თქვენ უკვე ნახეთ სხვა გვერდებზე).

               ფიქრობენ, რომ სამება, რომელიც სოფლიდან რამდენიმე კილომეტრზეა თარიღდება V-VI საუკუნეებით. იგი თავდაპირველად მონასტერი ყოფილა. სამება საფუძვლიანადაა შესწავლილი და წიგნად გამოცემული ალ. ჩუბინაშვილის და თ.თორდიას მიერ.

       შედარებით გვიან, XIX საუკუნის დასაწყისში აშენებულა ღვთიშობლის მიძინების ტაძარი.
                                                




.

                გულში სითბო მეღვრება, როცა სოფლის საამაყო შვილების ქველმოქმეებით რესტავრირებულ და დღეს უკვე მოქმედ ეკლესიას ვხედავ. 

მადლობა ამ ქველმოქმედ ადამიანებს და მამა თეიმურაზს - სოფლის ეკლესიის მოძღვარს, რომლის მეთვალყურეობთაც დღესაც მიმდინარეობს მშენებლობა.



                                                .................................................................................................


        საინტერესო ისტორია აქვს სოფელში დღეს მოქმედ საჯარო სკოლასაც, რომელსაც წელს საიუბილეო წელი აქვს - დაარსებიდან 150 წლისთავი. 
           დღეს იგი 300-მდე მოსწავლეს ითვლის.

1886 წლის შემოდგომაზე სამრევლო სკოლა გახსნილა სოფლის მღვდლის ილია შიუკაშვილის მცდელობით მისსავე ორ ოთახში. იგი ყოფილა ამ სკოლის გამგეც და ყველა საგნის მასწავლებელიც. 1924 – 1925 სასწ. წლიდან დაწყებითი სკოლა შვიდწლიან სკოლად  გადაკეთებულა. 
  1967 წელს კი აუშენებიათ და საექსპლოატაციოდ გადაუციათ ახალი შენობა. იგი დღეისთვის რეაბილიტირებულია და ემსახურება დღევანდელი თაობის სწავლა-აღზრდის საქმეს.





შაშიანის სკოლის კედლებში აღიზარდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან:  ყველსათვის (და არა მარტო შაშიანელებისთვის) საყვარელი მომღერალი ვანო ნიკოს ძე ბიწკინაშვილი (ფსევდონიმით ვანო „შაშიანელი“); დოცენტი - გ. კაკიაშვილი; ექიმი პედიატრი, პროფესორი - ირაკლი ტარასის ძე რცხილაძე; პროფესორი - გურამ ირაკლის ძე რცხილაძე; რესპუბლიკის ჟურნალისტთა სახლის ყოფილი დირექტორი - ზურაბ ირაკლის ძე რცხილაძე; ბიძინა წიკლაური;  ხანდაზმულები, მაგრამ ჯერ კიდევ თანასოფლელთა ჭირისა და ლხინის თანაზიარი, მწერალი კარლო კობერიძე, შალვა სირბილაშვილი, ჯემალ გოგიშვილი და ბევრი სხვა თანამედროვე, რომელთა შესახებ მოგიყვებით ჩვენი ბლოგის განყოფილებაში ,,დღევანდელი დღე".


2 комментария: